Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ანთაძე, დოდო - ვიკიპედია

ანთაძე, დოდო

ვიკიპედიიდან

დოდო კონსტანტინეს ძე ანთელავა (* 10 ოქტომბერი, 1900, სოფ. ვარძია, ხარაგაულის რაიონი ― † 18 აპრილი, 1978, თბილისი), ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კ. მარჯანიშვილის მოწაფე, სსრკ სახალხო არტისტი (1971).



[რედაქტირება] ბიოგრაფია

1919-1920 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წლებში რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 თბილისის მოხარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია ქუთაისში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (სადაც ბევრი მარჯანიშვილისეული დადგმის თანაავტორი იყო). 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952 კი - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის, ხოლო 1957-1962 რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

ანთაძის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება. ანთაძის სარეჟისორო შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს თანამედროვეობის ამსახველ სპექტაკლებს.

ანთაძის დადგმებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა" (1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1932) და "იცკა რიჟინაშვილის" (1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934) და "გუშინდელნი" (1939), ა. აფინოგენოვის "შორეული" (1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი" (1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939) და "მეფე ლირი" (1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება" (1944), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1948), ნ. გოგოლის "რევიზორი" (1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა" (1957) და სხვა.

ანთაძე ავტორია მემუარებისა "დღენი ახლო წარსულისა" (ორ ტომად, 1962-1966), რომელშიც აღწერილია ქართული საბჭოთა თეატრის შექმნის ისტორია, დახატულია კ. მარჯანიშვილისა და მისი მოწაფეების შემოქმედებითი პორტრეტები.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com