ჰარუნ არ-რაშიდი
ვიკიპედიიდან
ჰარუნ არ-რაშიდი (* თებერვალი, რეი ― † 24 მარტი, 809, ტუსი), ხალიფა (766-იდან) აბასიანთა დინასტიისა. ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და განაგებდა ბარმაქიანთა გვარის ვეზირების დახმარებით, რომლების წარმოადგენდნენ ირანის ფეოდალურ არისტოკრატიას, ხოლო 803-იდან მათი ჩამოცილების შემდეგ განაგებდა ერთპოროვნულად. ჰარუნ ალ-რაშიდის დროს სახალიფოში განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა და კულტურა (უმთავრესად ლიტერატურა). ჰარუნ არ-რაშიდი განაგრძობდა ბრძოლას ბიზანტიასთან. გარდაიცვალა შუა აზიაში სამხედრო ლაშქრობის დროს.