ჰარვეი, უილიამ
ვიკიპედიიდან
ჰარვეი, ჰარვი უილიამ (* 1 აპრილი, 1578, ფოუქსტონი, კენტის საგრაფო ― † 3 ივნისი, 1657, ლონდონი), ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი. კემბრიჯში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1597) მუშაობდა პადუაში, სადაც 1602 მიიღო პადუის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის დიპლომი. ლონდონში დაბრუნების შემდეგ, 1607 წელს, ექიმთა სამეფო კოლეგიის წევრად აირჩიეს. მუშაობდა წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში ქირურგად და მთავარ ექიმად. ჰარსეიმ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ცხოველის სხეულში სისხლი მუდმივად მოძრაობს დახშულ ძარღვებში, რაც განპირობებულია იმ წნევით, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად. 1628 წელს გამოვიდა ჰარსეის წიგნი "ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში"; ამ წიგნში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება სისხლის მიმოქცევაზე, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა გალენოსის დოქტრინას, ჰარსეიმ 1651 გამოაქვეყნა "გამოკვლევები ცხოველების ჩასახვის შესახებ"; მისი მოძღვრების თანახმად, არა მარტო ცხოველები, არამედ მცენარეებიც თავის განვითარებას კვერცხიდან იწყებენ.