ჰაინრიხ VI
ვიკიპედიიდან
ჰაინრიხ VI (* 1165, ნიმვეგები ― † 28 სექტემბერი, 1197, მესინა), გერმანიის მეფე 1190-იდან, იმპერატორი 1191-იდან. შტაუფენების დინასტიის წარმომადგენელი, ფრიდრიხ I ბარბაროსას ძე. იქორწინა სიცილიის მეფის ასულ კონსტანცაზე, მაგრამ მხოლოდ ბრძოლებით შეძლო (1190-1192 და 1194-1195) ცოლის სამემკვიდრეოს - ნორმანული სიცილიის დაკავება.