ჰაიდარ ამუოღლუ
ვიკიპედიიდან
ჰაიდარ ამუოღლუ, ტარივერდიევი (* 20 დეკემბერი, 1889, ურმია (რეზაიე) ― † 15 ოქტომბერი, 1921, ფოუემენის ახლოს), ირანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და მუშათა მოძრაობის მოღვაწე. 1898 შევიდა რსდმპ-ში. 1900-1903 მუშაობდა ბაქოში. 1903 დაბრუნდა ირანში. 1905 თეირანში ჩამოაყალიბა პირველი სოციალ-დემოკრატიული წრე. ატიურად მონაწილეობდა 1905-11 ირანის რევოლუციაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ჯერ ერაყში, შემდეგ დასავლეთ ევროპაში. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში ჩავიდა. 1920 ნოემბრიდან ირანის კომპარტიის ცკ-ის გენერალური მდივანი. მოკლეს ქუჩექ-ხანის დავალებით.