ჰაბლი, ედუინ
ვიკიპედიიდან
ჰაბლი, ედუინ პაუელ ( * 20 ნოემბერი, 1889, მარშფილდი, მისურის შტატი ― † 28 სექტემბერი, 1953, სან-მარინო, კალიფორნიის შტატი ) ამერიკელი ასტრონომი, ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1927). 1914-1917 მუშაობდა იერქსის, 1919-დან - მაუნტვილსონის ობსერვატორიებში. ჰაბლის ძირითადი შრომები ეძღვნება გალაქტიკების შესწავლას. 1922 ნისლეული დაყო გარეგალაქტიკურ ობიექტებად - გალაქტიკებად და ჩვენს გალაქტიკაში მდებარე აირმტვრის ნისლეულებად. 1924-1926 ზოგ გალაქტიკაში აღმოაჩინა ვარსკვლავები, რითაც დაამტკიცა მათი მსგავსება ჩვენს გალაქტიკასთან. 1929 დაადგინა, რომ გალაქტიკათა სპექტრების წითელ წანაცვლებასა და მანძილებს შორის არსებობს კავშირი (ჰაბლის კანონი), მოგვცა გალაქტიკების მორფოლოგიური კლასიფიკაცია.