ხონი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, ხონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1936-1989 წლებში წულუკიძე ერქვა. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია (22 კმ). შუა საუკუნეებში სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი იყო, აქ იყო ხონის საეპისკოპოსო კათედრალი. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 11,3 ათასი (2002 წ.). ხონში არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები; თეატრი, ა.წულუკიძის სახლ-მუზეუმი. ხონში არის ხონის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.