წნორი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "წნორი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[წნორი] |
წნორი, ქალაქი საქართველოში, სიღნაღის რაიონში, 1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს. მოსახლეობა 6,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.