ქუანდტი, შტეფან
ვიკიპედიიდან
შტეფან ქუანდტი (გერმ.: Stefan Quandt) (* 1966, ბად-ჰომბურგი, გერმანია) - გერმანელი მრეწველი, ქუანდტების დინასტიის წევრი, ბე-ემ-ვეს (17,4%) თანამფლობელი, მილიარდერი (4,55 მლრდ - 2005
შტეფან ქუანდტი ცნობილი გერმანელი მრეწველებისა და მილიარდერების ჰერბერტ ქუანდტის ვაჟი და გიუნთერ ქუანდტის შვილიშვილია. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედასთან იოჰანა ქუანდტან და დასთან სუზანე კლატენთან ერთად ბე-ემ-ვეს დირექტორიის წევრია. 1989 წელს მან დაარსა სტრატეგიული მენეჯმენტისა და ჰოლდინგის სააქციო საზოგადოება „დელტონი“, რომლის აქციების 100% თვითონ ფლობს.
გარდა ამისა იგი ფლობს შემდეგი ფირმების სააქციო წილებს:
- ჰეელი - ფარმაცევტული ფირმა
- სედო ჰაუსჰოლდ პროდაქტს გრუპი - საოჯახო ნივთების მაწარმოებელი ფირმა
- თილ ლოგისტიკი - საერტაშორისო ტრანსპორტის ფირმა
- ცეაგი - ენერგოფირმა
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- გერმანელ მილიარდერთა სია
- მსოფლიოს მილიარდერთა სია