სპილბერგი, სტივენ
ვიკიპედიიდან
სტივენ ალან სპილბერგი (Steven Allan Spielberg; *18 დეკემბერი, 1946) — სამგზის ოსკარით დაჯილდოებული ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. ყველა დროის ყველაზე ფინანსურად წარმატებული კინო პროდიუსერი. შექმნილი აქვს მრავალი კინოგაქირავების ჰიტი, რომელმაც მას დიდი გავლენა მოუხვეჭა ჰოლივუდში. 2006 წლისთვის პრესაში მას მოიხსენიებდნენ როგორც ყველაზე გავლენიან ფიგურად კინოინდუსტრიაში, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს ჟურნალმა "ლაიფ" იგი თაობის ყველაზე გავლენიან პერსონად დაასახელა.