Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სენტინუმთან ბრძოლა - ვიკიპედია

სენტინუმთან ბრძოლა

ვიკიპედიიდან

სენტუმთან ბრძოლა
ეტრუსკებთან ომის და მესამე სამნიტური ომის ნაწილი
თარიღი: ძვ. წ. 295
მდებარეობა: სენტინუმი
შედეგი: რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა სამნიტები, გალები
მეთაურები
კვინტუს ფაბიუსი, პუბლიუს დეციუს მუსი გელიუს ეგნატიუსი
სიძლიერე
დაახ. 38 000 დაახ. 38 000
დანაკარგები
8 700 25 000 მოკლული 8 000 ტყვე
სამნიტური ომები
პირველი სამნიტური ომი
მეორე სამნიტური ომი
მესამე სამნიტური ომი

სენტინუმთან ბრძოლა იყო რომაელებსა და იტალიის ხალხებს შორის ერთერთი უდიდესი ბრძოლა. ამ ბრძოლაში რომის წინააღმდეგ იბრძოდნენ სამნიტები, ეტრუსკები, გალები და უმბრები.

სექციების სია

[რედაქტირება] წინაისტორია

ძვ. წ. 295 წელს რომის რესპუბლიკა ერთდროულად ორი მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. ჩრდილოეთით ოდესღაც ძლიერ ეტრუსკულ ქალაქებთან მიდიოდა ომი, სამხრეთით კი მესამე სამნიტური ომი მძვინვარებდა. ამ დროისთვის ეტრუსკებმა უკვე არაერთხელ იგემეს დამარცხება, ხოლო სამნიუმში კი რომაელებმა განდევნეს სამნიტური ჯარები საკუთარი მიწაწყლიდან.

სამნიტები წავიდნენ ეტრურიაში სადაც ეტრუსკებთან გაერთიანდნენ. მათ უმბრებიც და გალებიც შეუერთდნენ.

[რედაქტირება] ბრძოლა

გაერთიანებული მტრების წინააღმდეგ რომის ლეგიონები კონსულების კვინტუს ფაბიუსის და პუბლიუს დეციუს მუსის მეთაურობით გაეშურნენ. ისინი ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. რომაელებმა მტრის ბანაკიდან 4 მილის დაშორებით დაიბანაკეს. მტრებმა კი გადაწყვიტეს ერთად არ დაბანაკებულიყვნენ. სამნიტები გალებს შეუერთდნენ, ეტრუსკები კი უმბრებს. ბრძოლის დღეც დაინიშნა. სამნიტები და გალები უნდა შებრძოლებოდნენ რომაელებს, ხოლო ეტრუსკები და უმბრები რომაულ ბანაკს უნდა დასხმოდნენ თავს. ამ ჩანაფუიქრს ხელი ღალატმა შეუშალა, ფაბიუსმა გაიგო მტრის განძრახვის შესახებ. რომაელებმა ჯარების ნაწილი გაგზავნეს კლუზიუმთან სათარეშოთ, რათა ბრძოლიდან გაეთიშათ ეტრუსკები.

საბოლოოდ ბრძოლაც გამოცხადდა. ჯარები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ამ დროს მთიდან ირემი გამოიქცა, უკან კი მას მგელი მისდევდა. ცხოველებმა მტრებს შორის გაირბინეს, ირემი გალებისკენ გაიქცა, მგელი კი რომაელებისკენ. გალებმა ირემი მოკლედ, რომაელებმა კი გაატარეს მგელი. მაშინ ერთერთმა რომაელმა მეომარმა თქვა რომ დამარცხება და სიკვდილი გალებისკენ გაიქცა მარსის მგელი კი რომაელების მხარესაა.

"illac fuga" inquit "et caedes uertit, ubi sacram Dianae feram iacentem uidetis; hinc uictor Martius lupus, integer et intactus, gentis nos Martiae et conditoris nostri admonuit."

მარჯვენა ფრთაზე გალები განლაგდნენ, მარცხენაზე კი სამნიტები. მარჯვნივ სამნიტების წინააღმდეგ ფაბიუსმა განათავსა პირველი და მესამე ლეგიონები, მარცხნივ კი პუბლიუს დეციუსმა მეხუთე და მეექვსე ლეგიონები.

თავიდან ბრძოლა თანაბარი იყო. ეტრუსკები და უმბრებიც რომ ყოფილიყვნენ ბრძოლაში რომაელები აუცილებლად წააგებდნენ.

მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე ბრძოლა სხვადსხვანაერად ვითარდებოდა. მარჯვნივ ფაბიუსის ჯარები თავდასხმებს იგერიებდნენ, მაგრამ მტერს თავს არ ესხმოდნენ. გამოცდილმა მხედართმთავარმა კარგად იცოდა, რომ სამნიტები ბრძოლის დასაწყისში არიან გულადები, შემდეგ კი მალევე იღლებიან. გალები კი საერთოდ ვერ იტანენ სიცხეს, ამიტომ დილით თუ ისინი საშიშები არიან, საღამოსკენ უკვე უსუსურები ხდებიან. ამიტომ იგი ცდილობდა თავისი ჯარები ტყვილა არ დაეღალა და დალოდებოდა სანამ მტერი დაიღლებოდა.

[რედაქტირება] პუბლიუს დეციუს მუსის მსხვერპლშეწირვა

დეციუსი კი ახალგაზრდა და მამაცი მეომარი იყო. იგი მაშინვე თვს დაესხა გალებს მთელი თავისი ჯარებით. მალე მან მხედრებიც ჩართო ბრძოლაში და მოუწოდებდა მეომრებს რაც შეიძლება მალე დაემარცხებინათ მტერი. ორჯერ უკუაქციეს გალების თავდასხმა, მაგრამ მერეჯერ მხედრები აღმოჩდნენ გალების ალყაში. გალებმა ისეთი ხმაური ატეხეს რომ დააფრთხეს რომაელი ცხენები. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, მხედრები მიმოიფანტნენ. მხედრების არეულობა ქვეითებსაც გადაედოთ და რომაელებმა გაქცევა დაიწყეს. დეციუსი ყველანაერად ცდილობდა შეეჩერებინა უკან დახევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როდესაც მან ნახა რომ არაფერი არ შველის საქმეს, მან გაიხსენა თავისი მამის საქციელი და ჩათვალა რომ მასაც იგივე ბედი უნდა გაეზიარებინა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაერჩინა ბრძოლა.

"quid ultra moror" inquit "familiare fatum? datum hoc nostro generi est ut luendis periculis publicis piacula simus. Iam ego mecum hostium legiones mactandas Telluri ac Dis Manibus dabo."

დეციუსმა დაუძახა პონტიფიკუსს და შეასრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. მან დაწყევლა მტერი და მსხვერპლად შეწირა მათი ლეგიონები ქვესკნელის ღმერთებს. ამის შემდეგ მან გააჭენა იქეთ სადაც გალები ყველაზე მჭირდოთ იდგნენ და ასე შეეგება საკუთარ სიკვდილს.

ამ წუთიდან ბრძოლაში გარდატეხა მოხდა. მხედართმთავრის დაკარგვის შემდეგ რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და შეტევაში გადავიდნენ. გალები კი კონსულის ასეთმა საქციელმას დააბნია. რომაელი პონტიფიკუსი ხმამაღლა ყვიროდა რომ რომაელებმა უნდა გაიმარჯვონ, რადგან კონსულის სიკვდილით გალები და სამნიტები ქვესკნელის ღმერთების საკუთრება არიან. ამ დროს დეციუსის ლეგიონების დასახმარებლად კვინტუს ფაბიუსმა გაგზავნა გაიუს მარციუსი და ლუციუს კორნელიუს სციპიონი. მათ შეძლეს გალების კუს გარღვევა.

[რედაქტირება] რომაელთა გამარჯვება

მარჯვენა ფლანგზე კი ფაბიუსს დრო გაყავდა სანამ არ მიხვდა რომ მტერი დაიღალა. მაშინ მან მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის ფლანგიდან შეტევა, ხოლო ლეგიონერებს კი წინსვლა. სამნიტებმა შეტევას ვერ გაუძლეს და ბანაკისკენ გაიქცნენ.

ამ დროს ფაბიუსმა შეიტყო დეციუსის სიკვდილის შესახებ. ნამ გალებს ფლანგიდან და ზურგიდან შეუტია. შემდეგ იგი წავიდა სამნიტების ბანაკისკენ და საბოლოოდ დაამარცხა გაქცეული ჯარი. დაიღუპა სამნიტების მხედართმთავარიც გელიუს ეგნატიუსი. მტრის ბანაკი ხანოკლე ბრძოლის შემდეგ აიღეს, გალებს კი ზურგიდან შეუტიეს. ამ დღეს 25 000 სამნიტი და გალი დაიღუპა, 8 000 ტყვედ ჩავარდა. ფაბიუსის ჯარიდან 1 700 ადამიანი დაიღუპა, დეციუსის ჯარიდან კი 7 000. ფაბიუსმა მტრის შეიარაღება იუპიტერს შეწირა მსხვერპლად.

დეციუსის ცხედარი მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს. იგი მთელმა ჯარმა დაიტირა. ფაბიუსმა იგი დიდი პატივით დაკრძალა.

ფაბიუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა. ჯარისკაცები ადიდებდნენ მხედართმთავრის გამარჯვებას და დეციუსის დიდებულ გარდაცვალებას.

[რედაქტირება] წყარო

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com