Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სახლთუხუცესი - ვიკიპედია

სახლთუხუცესი

ვიკიპედიიდან

სახლთუხუცესი, მეფისა და მსხვილი ფეოდალების დიდი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ასრულებდა სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს.


ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სახლთუხუცესი ანუ აბრამადი უძველესი თანამდებობაა, რომელიც არსებობდა გაერთიანებულ საქართველოშიც და იქიდან გადმოვიდა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში. მაგრამ წყაროებში სახლთუხუცესი XV საუკუნემდე არ ჩანს. ყველად ის ფუნქცია, რომელიც მეფის სახლთუხუცესს ჰქონდა. გაერთიანების ხანაში განაწილებული იყო ვეზირებს შორის.

საქართველოს პოლიტიკური დაშლისა და მეფის ხელისუფლების დასუსტების პირობებში სახლთუხუცესის თანამდებობა - ყოველ, მეტ-ნაკლებად მსხვილ საფეოდალოში არსებობდა. თავიანთი სახლთუხუცესები ჰყავდათ კათოლიკოსსა დადედოფალსაც.

სახლთუხუცესობა წარმოშობით ხელშინაური სახელო უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რამდენადაც მეფეს საჯარო ხელისუფლება ეპყრა, მისი სახლთუხუცესიც სამეფო მოხელე გახდა და პირველი ადგილი დაიკავა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდის მმართველოს ცენტრალურ აპარატში. იგი მეფის დამხმარე, თანაშემწე იყო სამეფოს მმართველობაში, მას ემორჩილებოდა სამეურნეო-საფინანსო დარგის ყველა მოხელე. სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა გადასახადების, სამეფო ბაჟისა და იჯარის საქმეები, აგრეთვე, სამეფო მიწების დამუშავების საკითხები, დარბაზობა-პურობის დროს იგი მთავარი განმკარგულებელი იყო, ხელმძღვანელობდა სტუმრების მიღებას, უფლება ჰქონდა მეფის წინ დამჯდარიყო. სახლთუხუცესის ხელმძღვანელობით უნდა მომზადებულიყო ყმა-მამულის წყალობის წიგნი, სახელოს ბოძებისა და ჯამაგირის საბუთი და სხვა. სახლთუხუცესს ასეთი დოკუმენტები უნდა შეემოწმებინა, თავისი ბეჭედი დაესვა და ამის შემდეგ მოეხსენებინა მეფისათვის. აქედან ჩანს, რომ სახლთუხუცესს ექვემდებარებოდბებ მდივნები და მორდალები. სახლთუხუცესს ინსპექციის უფლება-მოვალეობა ჰქონდა: ჩამოივლიდა სამეფოს სხვადასხვა ადგილს და მიიღებდა საჭირო ზომებს.

სახლთუხუცესობა ფრიად შემოსავლიანი სახელო იყო. იგი ყოველთვის მსხვილ ფეოდალს ეჭირა. სახლთუხუცესი ამა თუ იმ ფუნქციას ხშირად უშუალოდ კი არ ასრულებდა, არამედ "თავისი კაცების" მეშვეობით, რომლებიც სამეფოს მოხელეებად არ ითვლებოდნენ.

XVIII საუკუნის II ნახევარში, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, რამდენიმე სახლთუხუცესი იყო: ერთი ქართლისა (ზოგჯერ 2-ც) და ორი - კახეთისა. შეიქმნა აგრეთვე სახლთუხუცესის განსაკუთრებული კოლეგია (შედიოდნენ მელიქ-მამასახლისი და მდივნები), რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს ფინანსურ საქმეებს განაგებდა.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com