საქართველოს პრემიერ-მინისტრები
ვიკიპედიიდან
თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე . გაუქმდა სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის გამო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აღდგენილ იქნა 1991 წლის აგვისტოში. 1995-2004 წლებში შემოღებულ იყო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომლის ფუნქციები ძალიან შეზღუდული იყო.
მუშაობის წლები | თანამდებობის პირი | ფუნქცია |
1918 | რამიშვილი, ნოე | მთავრობის თავმჯდომარე |
1918 – 1921 | ჟორდანია, ნოე | მთავრობის თავმჯდომარე |
1990 – 1991 | სიგუა, თენგიზ | პრემიერ-მინისტრი |
1991 | ომანიძე, მურმან | მოვალეობის შემსრულებელი |
1991 – 1992 | გუგუშვილი, ბესარიონ | პრემიერ-მინისტრი |
1992 – 1993 | სიგუა, თენგიზ | პრემიერ-მინისტრი |
1993 | შევარდნაძე, ედუარდ | მოვალეობის შემსრულებელი |
1993 – 1995 | ფაცაცია, ოთარ | პრემიერ-მინისტრი |
1995 – 1998 | ლეკიშვილი, ნიკო | სახელმწიფო მინისტრი |
1998 – 2000 | ლორთქიფანიძე, ვაჟა | სახელმწიფო მინისტრი |
2000 – 2001 | არსენიშვილი, გიორგი | სახელმწიფო მინისტრი |
2001 – 2003 | ჯორბენაძე, ავთანდილ | სახელმწიფო მინისტრი |
2003 | ჟვანია, ზურაბ | სახელმწიფო მინისტრი |
2004 – 2005 | ჟვანია, ზურაბ | პრემიერ-მინისტრი |
2005 - | ნოღაიდელი, ზურაბ | პრემიერ-მინისტრი |