Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
რუსთავი (ქალაქი) - ვიკიპედია

რუსთავი (ქალაქი)

ვიკიპედიიდან

რუსთავი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ნაპირას. ქალაქის საკრებულოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ქალაქი რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი ახალი და ამავე დროს უძველესი ქალაქია. იგი წერილობით წყაროებში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენება: ბოსტან-ქალაქი, რუსთავი, ნაგები. ისტორიული წყაროს მიხედვით რუსთავი ანტიკური პერიოდის ქალაქია, რომელმაც აყვავებას ადრეფეოდალურ ხანაში მიაღწია. იგი საეპისკოპოსო ცენტრი იყო. რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1256 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. XX ს. ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. 1944 წ. ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მიშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წ. 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

[რედაქტირება] ქალაქის მმართველობა

ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა ქალაქის საკრებულო (თავმჯდომარე - მამუკა ჩიქოვანი), ხოლო აღმასრულებელო ორგანო - მერია (ქალაქის მერი - დავით ნადაშვილი).

[რედაქტირება] ეკონომიკა

რუსთავი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ცენტრი იყო: აქ ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო, მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს.ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა. 2004-06 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, რომელშიც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოექცა.

[რედაქტირება] სოციალური მდგომარეობა

ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად მაღალი უმუშევრობის დონის გამო ამჟამად რუსთავში მძიმე სოციალური და კრიმინალური მდგომარეობაა. გაჩერებული მსხვილი საწარმოებიდან გამოთავისუფლებული მუშა-ხელი სხვა სფეროებში დასაქმებას ვერ ახერხებს, რამაც ქალაქიდან კვალიფიცირებული მუშახელის მასიური მიგრაცია განაპირობა. დარჩენილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის (დაუბეგრავი/აღურიცხავი მცირე სამეწარმეო საქმიანობა) ხარჯზე ცხოვრობს.

[რედაქტირება] კულტურა

ქალაქში 32 სახელმწიფო და 10 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 5 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 3 უმაღლესი სასწავლებელი. აქ ფუნქციონირებს 13 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (რუსთავის თეატრი), 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის), ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის ანსამბლი “რუსთავი”. ქალაქში რეგულარულად ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ოქროს ნიღაბი”, იმართება სახალხო ზეიმი “რუსთავქალაქობა”. რუსთავიდან მაუწყებლობს ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია, გამოდის რამდენიმე გაზეთი.


ქვემო ქართლის მხარე
რუსთავი | ბოლნისის რაიონი | გარდაბნის რაიონი | დმანისის რაიონი | თეთრი წყაროს რაიონი | მარნეულის რაიონი | წალკის რაიონი
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com