როკუჯო (იაპონია)
ვიკიპედიიდან
როკუჯო-ტენო (იაპონ. 六条天皇 ) (* 28 დეკემბერი, 1164; † 23 აგვისტო, 1176) – იაპონიის იმპერატორი 1165-1168 წლებში.
როკუჯო იმპერატორ ნიჯოს ვაჟი იყო და უკვე 1 წლის ასაკში, 1165 წლის 3 აგვისტოს ტახტზე ავიდა. ორწლინახევრის შემდეგ 1168 წლის 30 მარტს იგი ტახტზე მისმა უფროსმა ძმამ ტაკაკურამ შეცვალა. იმპერატორმა როკუჯომ 13 წლის ასაკამდე იცოცხლა. მისი მმართველობის დროს რეგენტები ბაბუამისი, ექს-იმპერატორი გო-შირაკავა და ცნობილი პოლიტიკოსი ტაირა ნო კიიომორი იყვნენ.