ჟაკო
ვიკიპედიიდან
ჟაკო, რუხი თუთიყუში (psittacus erithacus), ფრინველი თუთიყუშისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. გავრცელებულია ეკვატორული აფრიკის ტყეებში. ბუდობს მაღალი ხეების ფუღუროებში, დებს 2 კვერცხს. ერთიანდება მრავალრიცხოვან გუნდებად (გამრავლების პერიოდის გამოკლებით) და დიდი ზიანი მოაქვს სიმინდისა და ბრინჯის ყანებისათვის. ჟაკოს აქვს ბგერათმბაძველობის უნარი, რის გამოც ტიპობრივ "გალიურ ფორმად" იქცა. ტყვეობაში ცოცხლობს 70 წლამდე.