მექვიშია
ვიკიპედიიდან
მექვიშია (Calidris), ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ცნობილია 17 სახეობა. გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრის ზოლში. საქართველოში მეტად იშვიათად, მიმოფრენისას გვხვდება დასავლური მექვიშია (Calidris alpina), თეთრი მექვიშია (Calidris alba), თეთკუდა მექვიშია (Calidris temmincki) და სხვა. იკვებებიან წვრილი უხერხემლო ცხოველებით.