მაცივარი
ვიკიპედიიდან
მაცივარი – არის საყოფაცხოვრებო ელექტრო ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნივთების ან ნივთიერებების, ჩვეულებრივ საკვების, მედიკამენტების, დაბალ ტემპერატურაზე შენახვის მიზნით. ტიპიურ მაცივარში ტემპერატურა 2 – 8 °C–ია, ხოლო მის ერთ განყოფილებაში საყინულეში 0 °C–ზე დაბალი.