მამონა
ვიკიპედიიდან
მამონა (არამ. "საუნჯე"), ძვ. სირიელთა სიმდიდრის ღმერთი, ერთ დროს ებრაელებიც სცემდნენ თაყვანს, შემდეგ ეს მავნე ერესად ჩაითვალა. ქრისტიანობამაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, როგორც მაცდურს, სიმდიდრისა და მომხვეჭელობის მფარველს; სახარებაში ანგარების სინონიმია.