Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
კუროსავა აკირა - ვიკიპედია

კუროსავა აკირა

ვიკიპედიიდან

კუროსავა აკირა
გაზარდეთ
კუროსავა აკირა

კუროსავა აკირა (黒澤 明) (* 23 მარტი, 1910, ტოკიო ― † 6 სექტემბერი, 1998) იაპონელი კინორეჟისორი. მას მიიჩნევენ იაპონური კინოს კლასიკოსად, იგი პოპულარულია არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კუროსავა აკირა დაიბადა 1910 წლის 23 მარტს. კუროსავას მამა ძველი სამურაების გვარიდან იყო. მისი გავლენის ქვეშ იგი სკოლიდან დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებებით და კერძოდ კენდოთი. მალე კი მისი საყვარელი საქმე გახდა ხატვა. იგი მხატვრობასაც აპირებდა და სწავლობდა ხელოვნების აკადემიაში. მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა 1936 წელს, როდესაც გაზეთში ნახა P.C.L. სტუდიაში ვაკანსიის შესახებ განცხადება. იგი გახდა რეჟისორ კაძირო იამამოტოს ასისტენტი. თავდაპირველად იგი წერდა სცენარებს, ბევრი სცენარი არ იყო რეალიზებული, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

პირველი ფილმი კუროსავამ როგორც რეჟისორმა დადგა 1943 წელს, ეს იყო "სუგადა სანსირო" სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტის აღზრდაზეა მოთხრობილი. ამ ფილმში გამოიკვეთა კუროსავას სხვა ფილმებისთვის დამახასიათებელი ადამიანის სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისკენ.

1944 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი "ყველაზე ლამაზები" და გადაღებების დასრულებისთანავე ცოლად მოიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი იაგუტი ეკო. მათ ორი შვილი ეყოლათ.

1945 წელს ომის დასრულების შემდეგ მან გადაიღო "ვეფხვის კვალს მიმყოლნი", რომელიც ცენზურის გამო მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

აკირა კუროსავა გადაღებებზე 1980 წელს
გაზარდეთ
აკირა კუროსავა გადაღებებზე 1980 წელს

კუროსავას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა ფილმმა "მთვრალი ანგელოზი", რომელიც მან 1948 წელს გადაიღო. ამ ფილმში მთავარს როლს ასრულებდა დამწყები მსახიობი მიფუნე ტოსირო. მთვრალი ანგელოზების შემდეგ კუროსავამ მიფუნე კიდევ 15 ფილმში ათამაშა, მათ შექმნეს კინოისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილი ტანდემი.

1950 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი "რასიომონი", სადაც მთავარ როლში მიფუნე ტოსირო თამაშობდა. ამ ფილმით კუროსავამ დაანგრია იაპონური კინოს ტრადიციული სტილისტიკა. 4 ადამიანი სრულიად შემთხვევით გახდა ტყეში მკვლელობის და გაუპატიურების მომსწრე. ოთხივე მოწმე მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება, მათი მონაყოლისგან რადიკალურად განსხვავდება დაზარალებულის და დამნაშავის მონაყოლიც. რეჟისორი არ ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, იგი ამ ფილმით აჩვენებს, რომ ადამიანს არ აქვს მოვლენების ობიექტურად გადმოცემის უნარი, საკუთარ თავზე მიუკერძოვებლად ვერ საუბრობს, რადგან ადამიანის მთავარი თვისება ეგოიზმია.

ეგოიზმთან ბრძოლის მაგალითი კუროსავამ თავის ფილმ "ცხოვრებაში" მოგვცა, რომელიც 1952 წელს გამოვიდა. მთავარი გმირი იგებს, რომ მას 5-6 თვე დარჩა სიცოცხლე. ეს მას უბიძგებს გადახედოს თავის ცხოვრებას და რადიკალურად შეცვალოს იგი.

კუროსავამ სრულიად შეცვალა სამურაების ტრადიციული სახე კინემატოგრაფიაში. იგი არ იღებს ტრადიციული ტიპის ფილმებს სამურაების შესახებ, სადაც გაიდეალიზირებული სამურაები ძირითადად სიყვარულსა და მოვალეობას შორის არჩევნის წინაშე დგანან. მის ფილმებში ასახულია უფრო რეალისტური ბრძოლა ფულისთვის და ძალაუფლებისთვის.

1954 გამოსულმა ფილმმა "შვიდი სამურაი" ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პროზი ოსკარი მოიპოვა, შემდეგ კი ამერიკელებმა ამ ფილმის "რემეიკი" გააკეთეს. როგორც აღვნიშნეთ, კუროსავამ რადიკალურად შეცვალა სამურაის ეკრანული სახე. მის ფილმებში სამურაები არა მხოლოდ პატრონისადმი უსაზღვროდ ერთგული მამაცი მეომრები არიან, არამედ გააჩნიათ თავისი სისუსტეებიც. ლამაზად გამოწყობილი სამურაების ნაცვლად მის ფილმებში არის ბინძური, ნასვამი მიფუნეს პერსონაჟი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლისღვრა, ხოლო საქმე საქმეზე როცა მიდის, მაშინ მამაცად იბრძვის. მისი გმირები არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან, არამედ სულიერებითაც, სამართლიანობის გრძნობით.

კუროსავას პოპულარობის ზრდას 50-იან წლებში ხელი მისმა საყვარელმა მსახიობმა მიფუნე ტოსირომაც შეუწყო. იგი გამოირჩეოდა სხვა მსახიობების ფონზე. მუშაობისას კუროსავა ძალიან მომთხოვნი იყო გადამღები ჯგუფის მიმართ. მის ფილმებში დიდ როლს მსახიობების გარდა ბუნებაც ასრულებდა. მას შეეძლო გადაღების შეჩერება სასურველ ამინდამდე, ფილმში რასიომონი თავსხმა ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორ პერსონაჟები.

მიუხედავად იმისა, რომ კუროსავას უყვარდა ყველაფერი იაპონური, მას ასევე აღაფრთოვანებდა დასავლური დრამა. მან გადაიღო შექსპირის ტრაგედიების "ლედი მაკბეტის" და "მეფე ლირის" ("ტახტი სისხლში" და "რანი"), გორკის "ფსკერზეს" ეკრანიზაცია, დოსტოევსკის "იდიოტის", ეკრანიზაციები, მოქმედება მას ყოველთვის იაპონიაში გადაჰქონდა.

"ტახტი სისხლში" არ არის შექსპირიდან არცერთი ფრაზა, ფილმი დადგმულია თეატრი ნოს სტილში, მიუხედავად ამისა, იგი ითვლება ლედი მაკბეტის ერთერთ საუკეთესო ეკრანიზაციათ.

1960 წელს კუროსავამ დააარსა საკუთარი კინოსტუდია "კუროსავა პრო", სადაც დადგა ფილმები "ბოროტები ცოცხლები რჩებიან", "მცველი", "სანძიურო", "სამოთხე და ჯოჯოხეთი". ამის შემდეგ იაპონურ კინემატოგრაფიაში შექმნილმა კრიზისმა აიძულა კუროსავა ჰოლივუდში ეძია დაფინანსება, მაგრამ მას არ გაუმართლა, მის მიერ ჩაფიქრებული კინოები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. 1969 წელს კი კუროსავამ და იაპონური კინოს სამმა დიდოსტატმა კინოსიტა კეისუკემ, იტიკავა კონმა და კობაიასი მასაკიმ დააარსეს კომპანია "ოთხი მხედარი", სადაც კუროსავამ თავისი პირველი ფერადი კინო "ტრამვაის ბორბლების კაკუნი" გადაიღო. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონდა.

70-80-იანი წლები კუროსავასთვის მძიმე გამოდგა. სამშობლოში მას ძალიან აკრიტიკებდნენ და იგი მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებდა. მისი უკანასკნელი ფილმებია "სიზმრები", "აგვისტოს რაფსოდია" და "ჯერ კიდევ არა". კუროსავა აკირა გარდაიცვალა ტოკიოში 1998 წლის 6 სექტემბერს.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com