კიუსიუ (რეგიონი)
ვიკიპედიიდან
კიუსიუ (Kyushu) - რეგიონი იაპონიაში. მდებარეობს ამავე სახელის კუნძულზე, რომელიც სიდიდით მესამეა იაპონიის კუნძულებს შორის. იგი მიჩნეულია იაპონური ცივილიზაციის აკვნად. კიუსიუ მთიანი კუნძულია, აქ მდებარეობს აქტიური ვულკანი ასო, 1592 მ. რეგიონი მოიცავს 8 პრეფექტურას: ჰუკუოკა, კაგოშიმა, კუმამოტო, მიიაზაკი, ნაგასაკი, ოიტა, ოკინავა, საგა.
- მოსახლეობა - 14,8 მლნ.
- ფართობი - 44,4 ათასი.
- მთავარი ქალაქები - ჰუკუოკა, კიტაკიუშუ, ომუტა, ნაგასაკი.