კასტრო, რაულ
ვიკიპედიიდან
რაულ კასტრო რუზი (Raúl Castro Ruz) (*3 ივნისი, 1931) კუბის სახელმწიფო საბჭოს რანგით მეორე წევრია. კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტროს უმცროსი ძმა შემდეგ თანამდებობებზე იყო დანიშნული: სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურის ვიცე-მდივანი, შეიარაღებული ძალების მაქსიმუმ გენერალი. კუბის კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ითავსებს საპრეზიდენტო მოვალეობებს პრეზიდენტის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში.
2006 წლის 31 ივლისს რაულ კასტრომ დროებით შეითავსა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობები ფიდელ კასტროს ავადმყოფობის გამო.