კალგარის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
კალგარის უნივერსიტეტი მდებარეობს კალგარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ალბერტას საგრაფოში, კანადა და აქ დაახ. 23.500 სრული და 4.500 არასრული დასწრების სტუდენტი სწავლობს. მას 100-მდე საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა გააჩნია. უნივერსიტეტის კამპუსი დაახლოებით 2,13 კმ²-ზეა გადაჭიმული და აქ 17 ფაკულტეტი, 53 დეპარტამენტი და 30-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს. უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილი ფაკულტეტებია - ჰასკეინის ბიზნესის სკოლა, შულიხის საინჟინრო სკოლა, სამედიცინო სკოლა, იურიდიული სკოლა და 2007 წლიდან უდიდესი სავეტერინარო სკოლაც. უნივერსიტეტს 1917 პროფესორ-მასწავლებელი ჰყავს.