იოანე ქონქოზის ძე
ვიკიპედიიდან
იოანე ქონქოზის ძე, X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. ავტორია მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988) მოთავსებული ვრცელი იამბიკური საგალობლისა "გალობანი ქრისტეჲს ნათლის ღებისანი და ჰაბო ისმაიტელყოფისა ქართველისანი". მას ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად მიიჩნევენ.