იოანე მინჩხი
ვიკიპედიიდან
იოანე მინჩხი, X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფის გიორგი II-ის (922-957) თანამედროვე. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სოფ. ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988) მოთავსებულია იამბიკური საზომით დაჭერილი იოანე მინჩხის 4 საგალობელი (გამოაქვეყნა ი. ჯავახიშვილმა 1947). ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა მინჩხური.