იოანე (დიასამიძე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "იოანე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: იოანე |
იოანე (გვარად დიასამიძე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688-1692 და 1695-1700 წლებში. მხარს უჭერს ერეკლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. 1692 წელს დავით-გარეჯის მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით.