იოანე (ავალიშვილი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "იოანე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: იოანე |
იოანე (გვარად ავალიშვილი), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი. ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ - ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა მალაქია კათოლიკოს-პატრიარქთან, იქვე გარდაიცვალა. 1609 წელს იოანეს გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი თეიმურაზ I-ის დედის, - ქეთევან დედოფლის დაკვეთით. იოანეს ერისკაცობის დროს გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია "ვეფხისტყაოსანი".