თურმანი, უმა
ვიკიპედიიდან
უმა კარუნა თურმანი (Uma Karuna Thurman) (* 29 აპრილი, 1970) ამერიკელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. 1980-იან წლებში პროფესიონალი მოდელის კარიერის შემდეგ 1988 წელს მსახიობობას იწყებს. დღემდე შესრულებული აქვს ძირითადად წამყვანი როლები სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, რომანტიული კომედიებიდან, დრამატული და მეცნიერულ-ფანტასტიური ფილმებიდან მძაფრსიუჟეტიანი თრილერებით დამთავრებული. მის საუკეთესო ფილმებად ითვლება 1990-იან და 2000-იან წლებში რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობა. მათ შორის აღსანიშნავია "სახიფათო კავშირები" (1988), "მაკულატურა" (Pulp Fiction, 1994), Gattaca (1997), და ორი ფილმი სერიიდან "მოკალი ბილი" (2003–04).