თარგი:დღის ფოტო 3
ვიკიპედიიდან
პროკუდინ-გორსკის 1915 წლის ამ ფოტოსურათზე სოფელ ჩაქვის ჩაის მკრეფავები პოზირებენ ჩაის პლანტაციის ფონზე. ჩაი დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის შუა წლებში შემოიღეს და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის საკმაოდ გავრცელებული კულტურა იყო. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა. სელექციური კვლევისა და გადამმუშავებელი ფაბრიკების ქსელის გაფართოებით 1980-იანი წლებისთვის საქართველო უკვე 150 ათას ტონა მზა პროდუქციას უშვებდა. |