Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
დომენტი IV - ვიკიპედია

დომენტი IV

ვიკიპედიიდან

საკუთარ სახელს "დომენტი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დომენტი

დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ბაგრატოინი) (― † 1741), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705-1741 წლებში, ვახტანგ VI-ის ძმა, მწიგნობარი. 1705-1708 წლებში ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში. 1707 წელს ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც. 1710 წელს კახეთის მეფეს დავით II-ს (იმამ-ყული ხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი. 1712-1714 წლებში მხარს უჭერდა ირანში მყოფ ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. 1723 წელს, თბილისში თურქ-ოსმალთა შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორეს ციხეში, იქიდან კი ქსნის საერისთავოში. თბილისის გამგებელმა იესემ (ალი-ყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ დომენტი IV დააბრუნეს. 1725 წელს დომენტი IV ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. 1739 ნოემბერში ქართლში დაბრუნდა. დომენტი IV-ის ლიტერატურული-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსარული სახისა, და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ., ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში, შეადგინა სადღესასწაულოს ახალი რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი. დომენტი IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com