გრიგოლ XIII
ვიკიპედიიდან
გრიგოლ XIII (ლათ. Gregorius PP. XIII; საერო სახელი უგო ბონჯომპანი, იტალ. Ugo Boncompagni; 7 იანვარი, 1501 - 10 აპრილი, 1585) — რომის პაპი 1572 წლის 13 მაისიდან 1585 წლის 10 აპრილამდე.
ყველაზე კარგად ცნობილია კალენდრის რეფორმით - მისი პაპობის პერიოდში შემოღებულ იქნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იეზუიტი მღვდელი/ასტრონომი ქრისტეფორე კლავიუსის დახმარებით შეიქმნა. რეფორმის მიზეზი - წლის საშუალო სიგრძე ივლიანეს კალენდარში ძალიან გრძელი იყო და აღდგომის თარიღი დროთა განმავლობაში 10 მარტიდან (მისი ტრადიცული თარიღიდან) 21 მარტამდე გადავიდა.