Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბოლცანო, ბერნარდ - ვიკიპედია

ბოლცანო, ბერნარდ

ვიკიპედიიდან

ბერნარდ ბოლცანო
გაზარდეთ
ბერნარდ ბოლცანო

ბოლცანო, ბერნარდ (5 ოქტომბერი, 1781, პრაღა – † 18 დეკემბერი, 1848, პრაღა), ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი.

1805–1820 წლებში ხელმძღვანელობდა პრაღის უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიის კათედრას, 1805 წლიდან სამეცნიერო სამეფო ჩეხური საზოგადოების წევრი და იმავე უნივერსიტეტის ფილოსოფიიის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1820 წელს თავისუფლად მოაზროვნე ბოლცანო დაითხოვეს უნივერსიტეტიდან. ბოლცანოს აზრით "ფილოსოფია არის მეცნიერება ყველა ჭეშმარიტების ობიექტური კავშირის", მათი საფუძვლების შესახებ. ფილოსოფიის ამოცანაა "გაგვხადოს მართლაცდა ბრძენნი და კეთილნი". ბოლცანომ შექმნა პლატონისტური ანტიფსიგოლოგისტური თეორია "ჭეშმარიტებისა თავისთავად", რომლის თანახმად ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მსჯელობის აქტი და მასში გამოსახული "დებულება თავისთავადი". დებულებისათვის (რომ რაიმე არის ან არ არის) სულერთია ჭეშმარიტია ის თუ არა, გამოთქვა იგი ვინმემ თუ არა. "დებულება თავისთავადი" არსებობს, ოღონდ არსებობს არა როგორც ნივთი ან პროცესი, არამედ როგორც ნაგულისხმევი, იდეალური. "ჭეშმარიტება თავისთავად" არის "დებულება თავისთავადი", რომელიც დაადგენს ვითარებას ისე, როგორც ის არის. მაგალითად: ფოთლების რიცხვი ამა თუ იმ ხეზე იმდენია, რამდენიცაა, მიუხედავად იმისა, იცის ეს ვინმემ თუ არა. გარკვეულობა ასეთი ვითარებისა სუფევს როგორც საზრისი, თუმცა არ არსებობს როგორც ნივთი. სამყარო "ჭეშმარიტებებისა თავისთავად" მოწესრიგებულია გამომდინარეობის ლოგიკური მიმართებით. "ჭეშმარიტებებში თავისთავადი" უპირველესია ზნეობრივი კანონი – "ამოირჩიე ყველა მოქმედებიდან მისი ყველა შედეგის გათვალისწინებით ის, რაც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს კეთილდღეობას მთელისას, სულერთია მის რომელ ნაწილში". დროის ლოგიკის მეშვეობით ბოლცანომ დაასაბუთა წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის ჰეგელისეული კრიტიკის უსაფუძვლობა, პირველმა ჩამოაყალიბა ზუსტი ლოგიკური ცნებები პროპოზიციური ფუნქციისა, მისი შესრულებადობისა და ზოგადმართებულობისა და სემანტიკური გამომდინარეობისა. ცნობილია ბოლცანოს მათემატიკური გამოკვლევები. კარლ ვაიერშტრასზე 30 წლით ადრე მან ააგო უწყვეტი წირი, რომელსაც არც ერთ წერტილში არა აქვს მხები. ბოლცანომ პირველმა მკაცრად დაამტკიცა ძირითადი თეორემები უწყვეტი ფუნქციების შესახებ. ბოლცანო მიიჩნევს რა აქტუალურ უსასრულობას ფუნდამენტურ იდეად გეორგ კანტორის წინამორბედად გვევლინება უსასრულო სიმრავლეთა კვლევაში.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com