ბელოგრუდოვის კულტურა
ვიკიპედიიდან
ბელოგრუდოვის კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XI - ძვ. წ. VIII სს.) კულტურა, გავრცელებული უკრაინაში, დნეპრის დასავლეთით, ტყესტეპის ზონაში. ბელოგრუდოვის კულტურის დამახასიათებელი ძეგლებია ნაცარგორები, რომელთაც ზოგი არქეოლოგი საკულტო ადგილებად მიიჩნევს, ზოგი კი - ნასახლარებად. ბელოგრუდოვის კულტურის ნასოფლარები, ჩვეულებრივ განლაგებულია მდინარეთა ჭალებში. სახლები ნახევრად მიწურია. იარაღი მზადდებოდა უპირატესად ქვისა და ძვლისაგან, თუმცა გვხვდება ბრინჯაოს ნაწარმიც, უმეტესად, სამკაული. ბელოგრუდოვის კულტურის ტომები მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ზოგი მკვლევარი ამ ტომებს სლავების წინაპრეპად მიიჩნევს, ზოგი - თრაკიელებად.