Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბატალური ჟანრი - ვიკიპედია

ბატალური ჟანრი

ვიკიპედიიდან

ბატალური ჟანრი(< ფრანგ. Bataille - ბრძოლა), სახვითი ხელოვნების ჟანრი, ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას. ბატალურ ჟანრში მთავარი ადგილი უჭირავს ბრძოლის სცენებს (მ. შ. საზღვაოს) და სამხედრო ლაშქრობებს. მისი მიზანია აღბეჭდოს ომის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მომენტი. გადმოსცეს ბრძოლის პათოსი, მებრძოლთა გმირობა, ზოგჯერ კი გახსნას საომარი მოვლენის ისტორიული არსი. ამით ბატალური ჟანრი ისტორიულ ჟანრს უახლოვდება.

ბატალური ჟანრი ჩამოყალიბდა XVI-XVII საუკუნეებში, მაგრამ ბრძოლებს ხელოვნებაში ჯერ კიდევ უძველეს დროში ასახავდნენ. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების (ეგვიპტის, ასურეთის) კედლის მხატვრობასა და რელიეფში გამოსახული არიან მტერთან მებრძოლი მეფეები ან მხედართმტავრები, ალყაშემორტყმული ქალაქები, ლაშქრობები. ძველ ბერძნულ ლარნაკწერაში, ტაძართა ფრონტონებსა და ფრიზების რელიეფზე ასახულია მითური გმირების საბრძოლო მამაცობა. მაღალმხატვრულ დონეზეა ძვ. წ. IV-III საუკუნეების მოზაიკა - ალექსანდრე ნაკედონელის ბრძოლა დარიოსთან (ჩვენამდე მოღწეულია ამ ნაწარმოების რომაული პირი). ძვ. რომაულ ტრიუმფულ თაღებსა და სვეტებზე ხშირად გამოხატავდნენ იმპერატორთა დაპყრობით ლაშქრობებს. ბრძოლების თემებზეა შექმნილი შუა საუკუეების ქსოვილებსა და ხალიჩებზე გამოსახული კომპოზიციები ("ბაიეს ხალიჩა", ასახავს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობას, დაახლოებით 1073-1083), ევროპისა და აღმოსავლეთი ქვეყნების წიგნის მინიატიურები ("დასურათებულ მატიანეთა კრებული", მოსკოვი, XVI ს.). განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატალური თემატიკისადმი მიძღვნილი კომპოზიციები XV საუკუნის ქართულ მინიატურულ მხატვრობაში (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H, 1165), მხატვარი-მინიატიურისტი საქმის ცოდნითა და მაღალი პროფესიული ოსტატობით გადმოგვცემს ცხენოსანთა ბრძოლას, ალყაშემორტყმულ სიმაგრეებს, ლაშქრობებს, მებრძოლთა ცხოვრებას, დასჯის ეპიზოდებს და სხვა.

ბრძოლის სცენები ზოგჯერ ხატებზეც გვხვდება. ბატალური კომპოზიციები ხშირადაა გამოსახული რელიეფზე ჩინეთსა და კამბოჯაში, ინდოეთის კედლის მხატვრობაში, იაპონიის ფერწერაში. ბრძოლის თმის რეალისტურად გამოსახვა პირველად აღორძინების ეპოქის იტალიელმა მხატვრებმა სცადეს (პაოლო უჩელო (1397-1476), პიერო დელა ფრანჩესკა (1416 ან 1420-1492). ღრმა იდეური შინარსი ჩააქსოვა ლეონარდო და ვინჩიმ "ანგიარის ბრძოლის" ფრესკისათვის (1503-1506) შესრულებულ კარტონებში. მხატვარმა დიდი ოსტატობით გვიჩვენა გააფრთრებული, სასტიკი შეტაკება და ძმათა შორის ომის "მხეცური უგუნურება". ასევე დიდი ოსტატობითა და რეალისტურადაა ასახული ბრძოლის სურათები მიქელანჯელოს კარტონზე "კაშინის ომი" (1504-1506). ტიციანმა ბრძოლის სცენებში რეალური გარემო შეიტანა (ე. წ. "ბრძოლა კადორთა", 1537-1538), ტინტორეტომ კი ბატალურ კომპოზიციებში მებრძოლთა მრავალრიცხოვანი მასა შეიყვანა ("ბრძოლა განთიადზე", დაახლოებით 1585).

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com