ბარელი
ვიკიპედიიდან
ბარელი (ინგლ. barrel, ძირითადი მნიშვნელობა - კასრი), ტევადობისა და მოცულობის საზომი. იხმარება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და იმ ქვეყნებში, სადაც გამოიყენება საზომთა ინგლისური სისტემა. აშშ-ში განასხვავებენ მშრალ ბარელს, რომელიც 115,628 დმ3 ტოლია, და ნავთობის ბარელს - 158,988 დმ3. ინგლისური ბარელი (ფხვიერი ნივთიერების ტევადობის საზომი) 163,65 დმ3 ტოლია.