ახმეტა
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, ახმეტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 567 მ სიმაღლეზე. გაშენებულია პანკისის ხეობის შესასვლელთან. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 8,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ახმეტის ჩრდილოეთით არის VI ს-ის სამნავიანი ბაზილიკა “ღვთაება”, რომელიც წყაროებში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი.