არქიმედეს კანონი
ვიკიპედიიდან
არქიმედეს კანონი, სითხეებისა და აირების სტატიკის კანონი, რომლის თანახმად სითხეში (ან აირში) ჩაშვებულ ყოველ სხეულზე მოქმედებს "ამწევი ძალა" (ამომგდები ძალა), რომელიც მიმართულია ზემოთ, უდრის სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (ან აირის) წონას და გამოდევნილი მოცულობის სიმძიმის ცენტრშია მოდებული. ზოგჯერ ამ ამწევ ძალას, სითხეში სხეულის მოძრაობისას წარმოშობილი ამწევი ძალისაგან განსხვავებით, არქიმედეს ძალას ან ჰიდროსტატიკურ ძალას უწოდებენ. მისი სიდიდე განისაზღვრება სხეულის ზედა და ქვედა ზედაპირების ელემენტების ჩაძირვის სიღრმეთა სხვაობით, რადგან ქვედა ზედაპირზე წნევა მეტია, ვიდრე ზედაპირზე. არქიმედეს კანონი ჰიდროსტატიკისა და აეროსტატიკის ძირითადი კანონია. იგი სითხეებსა და აირებში სხეულთა ტივტივის საფუძველია.