Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ანჩის საეპისკოპოსო - ვიკიპედია

ანჩის საეპისკოპოსო

ვიკიპედიიდან

ანჩის საეპისკოპოსო, საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში. დაარსდა VI-VII საუკუნეებში. IX-X საუკუნეებიდან ანჩის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა:არტანუჯის მხარეს, კლარჯეთის უდაბნოებს (მონასტრებს), ლიგანის ხევის გაღმა-გამოღმა ტერიტორიას გინიომდე, მდ. ფორჩხისხევს. ამასიის ზავის (1555) მიხედვით, ეს მხარე საბოლოოდ თურქების ხელში გადავიდა. ოსმალთა ბატონობის დროს საეპისკოპოსო გაუქმდა. 1664 წლისთვის ანჩის საეპისკოპოსო უკვე დაცარიელებული იყო. იმავე წელს თბილისში ჩამოიტანეს ანჩის საეპისკოპოსოს კათედრალური ტაძრის მთავარი სალოცავი, მაცხოვრის ხატი, რომელიც კათოლიკოსმა დომენტიმ თბილისის საკათალიკოსო ეკლესიაში დაასვენა. აქედან წარმოდგა ამ ეკლესიის ახალი სახელწოდება "ანჩისხატი".


ანჩის საეპისკოპოსოს მაცხოვრის ტაძარი მთლიანი სახით დაცული იყო XIX საუკუნამდე. 1879, როცა ახლად გათავისუფლებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ იმოგზაურა, ტაძარი უკვე დანგრეული იყო. ანჩის საეპისკოპოსოში შემავალ კლარჯეთის (მონასტრებს) საუკუნეების მანძილზე უშუალოდ ცალკე არქიმანდრიტი განაგებდა, გვიანი პერიოდიდან კი არქიმანდრიტობა უშუალოდ თვით ანჩელს მიუთვისებია. იგი იწოდება "ანჩელ მთავარეპისკოპოსად და ათორმეტთა უდაბნოთა არხიმანდრიტად".

ანჩის საეპისკოპოსო და ანჩელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის შინაფეოდალურ-პოლიტიკურ ბრძოლებში. ამ მხრივ აღსანიშნავია IX საუკუნეში ცქირი ანჩელი, რომელსაც ანჩის საეპისკოპოსოს კათედრა თბილისის არაბი ამირა დახმარებით დაუკავებია და, როგორც მისი პოლიტიკის გამტარებელს, მრევლის უკმაყოფილება დაუმსახურებია.

XI საუკუნეში ეზრა ანჩელი ბაგრატ IV-ის პოლიტიკის მიმდევარი იყო. XV საუკუნის II ნახევრიდან, როცა სამცხის მტავრებმა ცენტრალური ხელისუფლებისაგან საეკლესიო ჩამოშორებისათვის ბრძოლა გააძლიერეს, ანჩის საეპისკოპოსო ათაბაგთა მოკავშირედ ჩანდა, მაგრამ ათანბაგების საეკლესიო პოლიტიკის მარცხთან ერთად, ანჩის საეპისკოპოსო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქის მხარეზე გადავიდა.

ანჩი ძველი საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. აქტიური მოღვაწეებთან ცნობილი არიან: X საუკუნეში ეზრა ანჩელი - ექვთიმე პალესტინელის სადიდებელი საგალობლის ავტორი; XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ჰიმნოგრაფი იოანე ანჩელი - ანჩის მაცხოვრის ხატის დამკვეთი და სხვა.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com