Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ამირანის გორა - ვიკიპედია

ამირანის გორა

ვიკიპედიიდან

ამირანის გორა, თავშან-თაფა, ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი ქ. ახალციხის მახლობლად, მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირას. გათხრები დაიწყო 1953 წელს (ხელმძრვანელი ტ. ჩუბინიშვილი). ამირანის გორის სამხრეთ კალტაზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ტერასურად განლაგებული ნასოფლარი. მადნის გამოსადნობი სახელოსნო, მსხვერპლის შესაწირავი მოედნები, სამაროვნები. საშენად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ზოგჯერ ალიზი და ხის მასალა. ნაგებობანი გადახურულია ბანურად. ოთრკუთხა საცხოვრებელ ოტახებს შუა კერებია. გვხვდება სამეურნეო დანიშნულების მოგრძო ნაგებობაბი. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო, ორნამენტიანი და სადა თიხის ჭურჭელი, კერის სადგარები, რომლებიც ასახიერებენ კერის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას, ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისპირისპირი, სატევრისპირი, სამკაული.

ამირანის გორაზე ორი ტიპის სამარხია: ნალისებრი ან ოვალური საოჯახო სამარხი-აკლდამა და ქვყუთები, რომელთაგან ზოგიერთი შედგენილია ფილაქვებისაგან, უმეტესობის კედლები კი აკლდამის მსგავსად ქვებითაა ამოყვანილი. მიცვალებულები ასვენია თავით სამხრეთ-აღმოსავლეტისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი. ჩატანებული აქვთ თითო თიხის ჭურჭელი. ლითონის იარაღი და სამკაული მხოლოდ ზოგიერთი მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა.

ამირანის გორის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები. აქ ნაპოვნი ნივთები მიგვითითებს, რომ მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და მეტალურგიის განვითარების კვალდაკვალ ყალიბდებოდა პატრიარქალური წყობილება.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ქვეშ ენეოლითური კულტურის (ვ. წ. V-IV საუკუნეები) ნიშნებია. ამირანის გორის გათხრებმა ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის უძველესი კულტურათა ახლებური პერიოდიზაციის შემუშავებას.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com