Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ნივთიერი წერტილი - ვიკიპედია

ნივთიერი წერტილი

ვიკიპედიიდან

ნივთიერი წერტილი – უმარტივესი ობიექტი, რომლის მოძრაობას სწავლობს კლასიკური მექანიკა; მაკროსკოპული სხეული, რომლის ზომები იმდენად მცირეა, რომ მოცემული მოძრაობის პირობებში ისინი შეიძლება უგულებელვყოთ, და ჩავთვალოთ, რომ სხეულის შემადგენელი მთელი ნივთიერება ერთ გეომეტრიულ წერტილშია თავმოყრილი. ნივთიერი წერტილები ბუნებაში არ არსებობენ. ისინი აბსტრაქციას, რეალური სხეულების იდეალიზაციას წარმოადგენენ. შეიძლება თუ არა ამა თუ იმ მოძრაობის შესწავლისას ესა თუ ის სხეული ნივთიერ წერტილად მივიჩნიოთ? პასუხი ამ კითხვაზე არა იმდენად სხეუულზეა დამოკიდებული, რამდენადაც მოძრაობის ხასიათზე. სხეულის აბსოლუტური ზომები ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა. არსებითია ფარდობითი ზომა, ანუ სხეულის ზომის შეფარდება მოცემული მოძრაობისთვის დამახასიათებელ მანძილთან. მაგალითად, როდესაც ვიხილავთ დედამიწის ორბიტალურ მოძრაობას მზის გარშემო, დედამიწა უზარმაზარი სიზუსტით შეიძლება ნივთიერ წერტილად ჩავთვალოთ. მახასიათებელ სიგრძეს ამ შემთხვევაში დედამიწის ორბიტის რადიუსი (R = 1,5 × 10 8 კმ)წარმოადგენს. ეს უკანასკნელი დედამიწის რადიუსს (r = 6,4 × 103 კმ) მრავალჯერ აღემატება. ამის გამო ორბიტალური მოძრაობის დროს პლანეტის ყველა წერტილი პრაქტიკულად ერთნაირად მოძრაობს. ამიტომ საკმარისია მისი ერთი წერტილის მოძრაობა განვიხილოთ, კერძოდ, ასეთ წერტილად დედამიწის ცენტრი ავირჩიოთ, და ვიგულისხმოთ, რომ მთელი ნივთიერება ამ ერთ გეომეტრიულ წერტილშია თავმოყრილი. ასეთი იდეალიზაცია დედამიწის ორბიტალური მოძრაობის ამოცანას ძალიან ამარტივებს, მაგრამ ეს იდეალიზაცია უსარგებლოა, თუ დასმულია დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ამოცანა, რამეთუ საუბარი გეომეტრიული წერტილის ბრუნვაზე ამ წერტილზე გამავალი ღერძის გარშემო აზრს მოკლებულია. კლასიკურ ფიზიკაში ნივთიერი წერტილის მექანიკა მთელი მექანიკის შესწავლის საძირკველია. კლასიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი სხეული ან სხეულთა სისტემა შეიძლება მცირე მაკროსკოპულ ნაწილებად დავყოთ, ხოლო თითოეული ნაწილი ნივთიერ წერტილად წარმოვიდგინოთ. ამრიგად, სხეულთა ნებისმიერი სისტემის მოძრაობის შესწავლა ურთიერთქმედ ნივთიერ წერტილთა სისტემის შესწავლაზე დაიყვანება.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com