ვიკიპედიიდან
9 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 343-ე დღე (ნაკიან წლებში – 344-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 22 დღე.
- 536 : ბიზანტიელი გენერალი ბელიზარიუსი რომში შედის, ხოლო ოსტროგოთების დაცვა კი მშვიდობით ტოვებს ქალაქს, რითაც ძველი დედაქალაქი იმპერიას უბრუნდება.
- 1425 : ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი დაარსდა ბელგიაში.
- 1793 : ნიუ-იორკის პირველი ყოველდღიური გაზეთი, ამერიკან მინერვა, გამოსცა ნოე ვებსტერმა.
- 1824 : აიაკუხოს ბრძოლა - პერუს ნაციონალისტები ანტონიო ხოსე დე სუცრის მეთაურობით ამარცხებენ ესპანეთის კოლონიურ ძალებს და პარუს დამოუკიდებლად აცხადებენ.
- 1897 : აქტივისტმა მარაგერიტ მიურანმა ფემინისტური ყოველდღიური გაზეთი "ლე ფრონდი" დააარსა პარიზში.
- 1931 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1940 : მმო - ოპერაცია კომპასი - ბრიტანეთისა და ინდოეთის ძალები გენერალ-მაიორი რიჩარდ ო'კონორის ხელმძღვანელობით თავს ესხმის იტალიის ბაზას სიდი ბარანისთან, ეგვიპტეში.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჩინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა, გვატემალა და კუბა ომს უცხადებენ გერმანიასა და იაპონიას.
- 1946 : ომის დამნაშავეთა სასამართლო ნიურმბერგის სამხედრო ტრიბუნალამდე იწყება "ექიმთა დაკითხვით", რომლის დროსაც გაასამართლეს ადამიანებზე ექსპერიმენტებში ჩართული ექიმები.
- 1953 : წითელი განგაში - ჯენერალ ელექტრიკმა გამოაცხადა, რომ ყველა კომუნისტს დაითხოვდა კომპანიიდან.
- 1961 : ტანგანიკა ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1969 : ვაშინგტონის მეტრო გაიხსნა.
- 1987 : ისრაელ-პალესტინის ომი - პირველი ინტიფადა იწყება ღაზის სექტორსა და მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროზე.
- 1990 : ლეხ ვალენსა პოლონეთის პირველი არჩეული პრეზიდენტი ხდება.
- 1992 : უელსის პრინცი ჩარლზისა და უელსის პრინცესა დაიანას განქორწინება გამოცხადდა.
- 1608 : მილტონი, ჯონ - ინგლისელი პოეტი (გ.1674)
- 1748 : ბერთოლე, კლოდ ლუი - ფრანგი ქიმიკოსი
- 1842 : კროპოტკინი, პიოტრ - რუსი ანარქისტი (გ.1921)
- 1848 : ჰარისი, ჯოელ ჩანდლერ - ამერიკელი მწერალი.
- 1868 : ჰაბერი, ფრიც - გერმანელი ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1934)
- 1916 : დაგლასი, კირკ - ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი
- 1946 : განდი, სონია - იტალიაში დაბადებული ინდოელი პოლიტიკოსი, პარტია "გაერთიანებული პროგრესული ალიანსი" თავმჯდომარე
- 1953 : მალკოვიჩი, ჯონ - ამერიკელი მსახიობი
- 1963 : ჟვანია, ზურაბ – ქართველი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 2003–2005 (გ.2005)
- 1964 : ლანდერსი, პოლ - გერმანელი გიტარისტი (რამშტაინი)
- 1967 : ბელი, ჯოშუა - ამერიკელი ვიოლინისტი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: