30 თებერვალი
ვიკიპედიიდან
გრიგორიანული კალენდრით თებერვალში 28 ან 29 დღეა, მაგრამ ისტორიულად ცნობილია სამი შემთხვევა, როდესაც ცალკეულ ქვეყნებში დადგა თარიღი – 30 თებერვალი. ასეთი თარიღი ერთჯერ დაფიქსირდა შვეციაში და ორჯერ – სსრ კავშირში.
- შვეცის სამეფო გეგმავდა 40 წლის განმავლობაში იულიუსის კალენდრიდან გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას, რისთვისაც 1700 წლიდან დაიწყო ნაკიანი წლის ზედმეტი დღეების გამოტოვება. ამგვარად 1700 არ იყო ნაკიანი, მაგრამ 1704 და 1708 – ნაკიანი იყო. ამით შვედური კალენდარი ერთი დღით ჩამორჩა იულიუსისას. ეს პრობლემა გადაწყვიტეს იმით, რომ 1712 წელს ორი ზედმეტი დღე დაუმატეს კალენდარს და ასე მოგვევლინა 30 თებერვალი. გრიგორიანული კალენდრის შვედური ცვლილებები დასრულდა 1753 წელს.
- 1929 წელს სსრ კავშირში შემოიღეს ახალი კალენდარი, რომელშიც ყველა თვე 30–დღიანი იყო და დარჩენილი 5 ან 6 დღე წლის ბოლოს სადღესასწაულოდ გამოცხადდა. ამგვარად, 1930 და 1931 წლებში თებერვალი 30 დღიანი იყო, შემდეგ წლებში კი ყველაფერი დაუბრუნდა ტრადიციულ სისტემას.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა დღეები:
- 1 - 2 - 3 - 4 - 5 - 6 - 7 - 8 - 9 - 10 - 11 - 12 - 13 - 14 - 15 - 16 - 17 - 18 - 19 - 20 - 21 - 22 - 23 - 24 - 25 - 26 - 27 - 28 - 29 – (30)
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |