28 სექტემბერი
ვიკიპედიიდან
<< | სექტემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2006 |
28 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 271-ე დღე (ნაკიან წლებში – 272-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 94 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- ძვ. წ. 48 : ეგვიპტის სანაპიროზე გადმომსხდარი პომპეუს დიდი მოკლეს ეგვიპტის მეფე პტოლემეუსის ბრძანებით.
- 351 : მურსა მაიორის ბრძოლა - რომის იმპერატორი კონსტანტინუს II უზურპატორ მაგნენტიუსს ამარცხებს.
- 365 : რომაელი უზურპატორი პროკოპიუსი კონსტანტინოპოლში გამავალ ორ ლეგიონს ქრთამავს და საკუთარ თავს რომის იმპერატორად აცხადებს.
- 1066 : უილიამ დამპყრობელი ინგლისში იჭრება - ნორმანთა დაპყრობები იწყება.
- 1322 : საღვთო რომის იმპერატორი ლუი IV ავსტრიის ფრედერიკ I-ს ამარცხებს მულდორფის ბრძოლაში.
- 1448 : ქრისტიან I დანიის მეფედ აკურთხეს.
- 1708 : პეტრე დიდი შვედებს ამარცხებს ლესნაიას ბრძოლაში.
- 1779 : ამერიკის რევოლუცია - სემუელ ჰანტინგტონი კონტინენტურმა კონგრესმა პრეზიდენტად აირჩია.
- 1820 : პამიდორი საკვებად უვნებლად გამოცხადდა სახალხოდ რობერტ ჯონსონის მიერ ერთი ტომრის (24 კგ) შეჭმის შემდეგ სალემში, მასაჩუსეტსი.
- 1823 : ლეონ XII რომის პაპი გახდა.
- 1867 : ტორონტო ონტარიოს დედაქალაქი ხდება.
- 1939 : გერმანია და საბჭოთა კავშირი პოლონეთის გაყოფაზე თანხმდებიან მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ.
- 1939 : ვარშავა ნაცისტებს დანებდა.
- 1944 : არნჰემის ბრძოლა - გერმანელები ბრიტანეთის საჰაერო ძალებს ამარცხებენ არნჰემთან, ნიდერლანდი.
- 1944 : საბჭოთა არმია კლუგას საკონცენტრაციო ბანაკს ათავისუფლებს ესტონეთში.
- 1958 : საფრანგეთი ახალ კონსტიტუციას ამტკიცებს, შედეგად 4 ოქტომბერს მეხუთე რესპუბლიკა შეიქმნა. გვინეა ახალ კონსტიტუციას უარჰყოფს და დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1961 : სამხედრო გადატრიალება დამასკოში გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკას (ეგვიპტე-სირიის კავშირი) აუქმებს.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- ძვ. წ. 551 : კონფუცი - ჩინელი ფილოსოფოსი
- ძვ. წ. 58 : ლივია დრუზილა - ოქტავიან ავგუსტუსის მეუღლე
- 1573 : კარავაჯო, მიქელანჯელო - იტალიელი მხატვარი
- 1803 : მერიმე, პროსპერ - ფრანგი დრამატურგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მწერალი
- 1863 : კარლოს I - პორტუგალიის მეფე
- 1867 : ჰირანუმა კიიტირო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი
- 1915 : ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ - ქართველი არქიტექტორი
- 1924 : მასტროიანი, მარჩელო - იტალიელი მსახიობი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- ძვ. წ. 48 : გნეუს პომპეუს მაგნუსი - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი
- 876 : ლუი გერმანელი - დასავლეთ საფრანგეთის მეფე
- 1104 : პედრო I - არაგონის და ნავარის მეფე
- 1197 : ჰაინრიხ VI - გერმანიის მეფე
- 1582 : ბუჩანანი, ჯორჯ - შოტლანდიელი ისტორიკოსი
- 1895 : პასტერი, ლუი - ფრანგი მეცნიერი, მიკრობიოლოგიის პიონერი
- 1953 : ჰაბლი, ედუინ - ამერიკელი ასტრონომი
- 1964 : სვეტლოვი, მიხეილ - რუსი პოეტი
- 1970 : ნასერი, გამალ აბდულა - ეგვიპტის პრეზიდენტი
- 1978 : იოანე პავლე I - რომის პაპი
- 1989 : მარკოსი, ფერდინანდ - ფილიპინების პრეზიდენტი
- 1991 : დევისი, მაილს - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი
[რედაქტირება] დღესასწაულები
- ჩეხეთის სახელმწიფოს დღე
- ტაივანი - მასწავლებელთა დღე (კონფუცის დაბადების დღე)
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |