ჯუსტო პრატო
ვიკიპედიიდან
ჯუსტო პრატო, პატრი, თეატინელი მისიონერი. პიეტრო ავიტაბილეს წინამძღოლობით სხვებთან ერთად 1632 წლის 10 ივლისს გორში ჩამოვიდა. აქ ყოფნისას შეადგინა და 1633 წლის 16 ოქტომბერს თარიღით ვატიკანში გაგზავნა ვრცელი რელაციონი, რომელშიც აღწერა საქართველოს მდგომარეობა. მისი სიტყვებით, იმ ხანებში სპარსეთში მრავალი გამაჰმადიანებული ქართველი იმყოფებოდა. შაჰის (ე. ი. შაჰ-სეფი I-ის]]) დედაც ქართველი იყო. რელაციონში მითითებულია, რომ შაჰ აბას I-მა საქართველოს მოოხრებისას აქედან გადაასახლა 60 000 კომლი, ჯუსტო პრატოს რელაციონი გამოუცემელია.