ხუთშაბათი
ვიკიპედიიდან
ხუთშაბათი - კვირის დღე ოთხშაბათსა და პარასკევს შორის. ძველ რომაელებში ეს დღე ეძღვნებოდა ღვთაება იუპიტერს, ძველ გერმანულ ტომებში - ტორუს. აქედან უნდა მომდინარეობდეს ამ დღის ინგლისური სახელწოდება (Thursday). ზოგიერთ ხელშეკრულებებში ხუთშაბათი არის დღე, რომელიც განსაზღვრავს კვირების ნუმერაციას: წლის პირველ კვირად მიიჩნევა ის კვირა, რომელიც შეიცავს წლის პირველ ხუთშაბათს. ტრადიციისამებრ, დიდ ბრიტანეთში არჩევნები ტარდება ხუთშაბათობით.
[რედაქტირება] ცნობილი ხუთშაბათები
- დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის დღე, როცა იესომ თვითონ გაუმართა მოციქულებს სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო;