ცხვირისატეხელა
ვიკიპედიიდან
ცხვირისატეხელა (Adonis) მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. ველურად იზრდებიან შუა და სამხრეთ ევროპაში, ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში 4 სახეობაა (მ. შ. ერთი სარეველა - Adonis flammeus). გაზაფხულის ცხვირისატეხელა (Adonis vernalis) თავისი დიდი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელი მცენარეა ტყე-ველის და ველის ზონისთვის. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ.