შლაგეტერი, ალბერტ ლეო
ვიკიპედიიდან
ალბერტ ლეო შლაგეტერი (გერმ.: Albert Leo Schlageter) (* 12 აგვისტო 1894, შიონაუ, ბადენ-ვიურტემბერგი; † 26 მაისი 1923, დიუსელდორფი) - გერმანელი ფრაიკორპსის მებრძოლი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 12 აგვისტო: შლაგეტერი დაიბადა გლეხის ოჯახში, შიონაუში (შვარცვალდი). იგი ოჯახის მეშვიდე შვილი იყო.
- როგორც ფრაიბურგის არქიეპისკოპოსის მრჩევლის აღსაზრდელი იგი ჩარიცხულ იქნა კათოლიკურ გიმნაზიაში და ემზადებოდა სასულიერო კარიერისათვის.
- აგვისტო: იგი მოხალისედ ჩაეწერა №76 საველე-საარტილერიო ბატალიონში.
- იბრძოდა ფლანდრიაში, მდ. სომთან და ვერდენთან გამართულ ბრძოლებში.
- მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
- დაჯილდოებულ იქნა რკინის ჯვრის I ხარისხის ორდენით.
- დეკემბერი: შლაგეტერი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
- ჩარიცხულ იქნა ფრაიბურგის უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე. მცირე ხნის შემდეგ იგი შევიდა ფრაიკორპს «მედემის» შემადგენლობაში და იბრძოდა ბალტიისპირეთში.
- მარტი: მონაწილეობა მიიღო მემარცხენე «მარტის აჯანყებულთა» გამოსვლის ჩახშობაში. ამის სემდეგ იგი მუშაობდა სასოფლო მეორნეობაში აღმ. პრუსიაში.
- შლაგეტერი «ნსდაპ»-ის წევრი გახდა.
- იანვარი: მონაწილეობა მიიღო «ნსდაპ»ის პირველ პარტიულ სხდომაზე მიუნხენში.
- მარტი: რურის ოლქის ფრანგებისა და ბელგიელთა დაკავებამ გერმანიაში წინააღმდეგობის ტალღა ააგორა. შლაგეტერმა ორგანიზირება გაუკეთა მცირე მობილურ რაზმს, რომელიც საბოტაჟს უწყობდა დამპყრობლებს.
- 7 აპრილი: იგი დაპატიმრებულ იქნა ესენში.
- 7 მაისი; ფრანგულმა სამხედრო სასამრთლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
- 26 მაისი: განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი დიუსელდორფში.
- 10 ივნისი: მიუნხენში ცატარდა ალბერტ ლეო შლაგეტერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ზეიმი, რომელზეც ნაცისტებმა იგი ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობისათვის წამებულ რაინდად შერაცხეს.