შიონერერი, გეორგ ფონ
ვიკიპედიიდან
რაინდი გეორგ ჰაინრიხ ფონ შიონერერი (გერმ.: Georg Heinrich Ritter von Schönerer) (* 17 ივლისი 1842, ვენა; † 14 აგვისტო 1921, როზენაუს სასახლე, ქვემო ავსტრია) – ავსტრიელი მემამულე და პოლიტიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გეორგ ფონ შიონერერი 1879 წლიდან ავსტრია-უნგრეთში გერმანულ-ნაციონალისტური მოძრაობის და შემდგომში საყოველთაო გერმანული მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერი იყო.
შიონერერი ოტო ფონ ბისმარკის მაღმერთებელი და მისი პოლიტიკის გამტარებელი იყო. 1922 წელს იგი დაასაფლავეს ბისმარკის მავზოლეუმის მახლობლად საქსონიის ტყეში.