ქუისლინგი, ვიდკუნ
ვიკიპედიიდან
ქუისლინგი, ვიდკუნ აბრაამ ლაურიც იონსონ (ნორვ. Vidkun Abraham Lauritz Jonssøn Quisling) (* 18 ივლისი 1887, ფირესდალი, ნორვეგია; † 24 ოქტომბერი 1945, ოსლო, ნორვეგია) - ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1942-1945 წ.წ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1922 წელს ფრიტიოფ ნანსენთან თანამშრომლობით. 1927-1929 წლებში მუსაობდა ნორვეგიის დიპოლატიურ მისიაში მოსკოვში. XX საუკუნის 30-იან წლებში დაუახლოვდა ფაშისტურ იდეოლოგიას. 1931 წელს დაინიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტის პოსტზე, რომელიც 1933 წელს დატოვა. იმავე წელს ჩამოაყალიბა ანტისემიტური და ანტიდემიკრატიული პარტია "ნაციონალური კრება" (ნორვ. Nasjonal Samling) "NSDAP"-ის მაგალითზე. 1936 წლის არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა 50.000-მდე ხმა მოაგროვა.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე გერმანიის ჯარების მიერ ნორვეგიის დაკავების მომხრე იყო. 1940 წლის 9 აპრილის ვერმახტის ინვაზიის შემდეგ იყო ნორვეგიის ფორმალური მმართველი. 1942 წლის 1 თებერვლიდან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, თუმცა აბსოლუტურად დამოკიდებული იყო რაიხსკომისარ იოზეფ ტერბოფენზე.
გერმანიის კაპუტალაციის შემდეგ 1945 წლის 9 მაისს ქუისლინგი დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იმავე წლის 24 ოქტომბერს ქუისლინგი დახვრეტილ იქნა ოსლოში. სასიკვდილო განაჩენი ნორვეგიის მოსახლეობაში დღესაც სადავო თემაა.