ფარსმან I
ვიკიპედიიდან
ფარსმან I - მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ. წ. 40 - ძვ. წ. 25 წლებში. ძე ბარტომ II-სა. მის დროს ძვ. წ. 36 წელს იბერიაში ილაშქრა რომაელმა სარდალმა კანიდიუსმა. რის შედეგადაც იბერია კვლავ რომის იმპერიის მოკავშირე გახდა, მაგრამ დროებით - ძვ. წ. 34 წელს ფარსამანი და არმაზის იბერიის მეფე ქართამ I დაეხმარნენ სომხეთის მეფე არტაშეს II-ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ფარსმანი მალე განუდგა სომხეთის მეფეს და ძვ. წ. 32 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში რომაელთა მხარე აშკარად დაიჭირა. ძვ. წ. 29 წელს არტაშეს II-მ პართიელთა დახმარებით მცხეთის იბერიას ჩამოაჭრა წუნდა და არტაანი.